
სასამართლოს გამჭვირვალობის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში ჟურნალისტებს შეხვდა.
2009 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასავლეთ საქართველოს რეგიონში დასაქმებულმა პრესისა და ტელევიზიის 40-მდე თანამშრომელმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მოისმინეს.
სასამართლოში მიმდინარე რეფორმები, ახალი სისხლის სამართლის პროცესი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ქცევის წესები სასამართლოებში და ჟურნალისტების უფლებები პროცესზე _ ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც შეხვედრის დროს მედიის წარმომადგენლებმა დასვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურულმა მიმდინარე წელს სასამართლოში წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და სასამართლოში განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ლევან თევზაძე. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაიმართა საახალწლო მიღება.
ღონისძიება უზენაესი სასამართლოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.