
23 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი თბილისის 165-ე და რუსთავის მე-15 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. უზენაესი სასამართლოს შენობის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების პირველი პირისგან მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
პროექტის ფარგლებში სამართალდამცავებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიერ საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამართლებრივი განათლების გაკვეთილები უტარდებათ. მომავალ წელს ამ პროექტში სასამართლოც ჩაერთვება და წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში მოსწავლეების ვიზიტები, მოსამართლეებთან შეხვედრები და სასამართლო პროცესებზე დასწრება მოხდება.
23 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებს სასამართლოს მიერ მომზადებული ბროშურები დაურიგდათ, მათ შორის იყო წიგნი "ბავშვი და სამართალი", რომელმაც მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
