გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა

მოგესალმებით,

გმადლობთ, რომ სარგებლობთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამით.

საძიებო პროგრამა შეიქმნა უზენაესი სასამართლოსა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) თანამშრომლობით,  რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

ამჟამად, ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ, მოიძიოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები 2002-დან 2011 წლის ჩათვლით, ასევე 2012 წლის იანვრის გადაწყვეტილებები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. 

ყურადღება! 2012 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით პროგრამაში დამატებით შეტანილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. 

ამჟამად, პროგრამულად მუშავდება ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე 2012 წლის იანვარში და სისხლის სამართლის საქმეებზე 2002 წელს მიღებული გადაწყვეტილებები. საბოლოოდ კი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გადაწყვეტილებები 2000 წლიდან.

თხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილებათა მოძიების შემთხვევაში, პროგრამა მოგაწვდით მათ პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, განათლება, სამუშაო ადგილი, პროფესია და სხვ.) გარეშე, ანუ დაშტრიხული სახით. 

იმედი გვაქვს, პროგრამა დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო მათ, ვინც უშუალოდ არიან დაინტერესებული კონკრეტული გადაწყვეტილებებით, არამედ მნიშვნელოვანი იქნება იმ იურისტებისთვისაც, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობით არიან დაკავებული.

ამასთან, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 

(832) 299-06-28; (832) 293-12-62

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია

მოიძიე გადაწყვეტილება

მომხმარებლის მოკლე სახელმძღვანელო



თებერვალი 2012

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2012
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    

შენობის თაობაზე

ganmartebebi

სამართლებრივი ძეგლები

საჯარო შეტყობინება

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა