სისტემის შესახებ

1997-98 წლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემა, რომელიც, ინსტანსტანციურობის პრინციპის თვალსაზრისით არ იყო მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან. 

2005 წელს დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი სწორედ სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეორგანიზაცია გახლდათ, რის შედეგადაც შეიქმნა მწყობრი, ფუნქციურად გამართული სისტემა და, შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპი. 

ინსტანციურობის პრინციპის გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლოების მოდერნიზება გამოიხატა ასევე მათ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხთა დაზუსტებასა და სპეციალიზაციაში. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში განხორციელდა მოსამართლეთა სპეციალიზაცია, რაც ხელს უწყობს საქმეთა უფრო სწრაფად და მაღალკვალიფიციურად განხილვასა და გადაწყვეტას. 

მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის_ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა მაგისტრი მოსამართლის ინსტიტუტი. იგი შედის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს გამსხვილებული რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

საქართველოში ორი სააპელაციო სასამართლო მოქმედებს: თბილისსა და ქუთაისში. დასავლეთ საქართველოში მოქმედ პირველი ინსტანციის სასამართლოთა (მათ შორის მაგისტრატ მოსამართლეთა) გადაწყვეტილებებზე სააპელაციო საჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლსა და ფუნქციას; 2005 წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ. უზენაეს სასამართლოში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს.

შემოღებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები. უზენაესი სასამართლო, ამ კრიტერიუმთა შესაბამისად, დასაშვებად მიიჩნევს ისეთი კატეგორიის საქმეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.

აღნიშნული ცვლილებებით უზენაესი სასამართლო გახდა მართლაც დოქტრინალური სასამართლო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სამართლის ნორმათა განმარტება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაა.

სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც დღეს სასამართლო სისტემის მართვის დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს.

სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილების მქონე ამ ორგანოს კომპეტენციაში შედის სასამართლო ბიუჯეტის შედგენა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მისი კონტროლი, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეთა წახალისების შესახებ, დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება მოსამართლეების მიმართ, სასამართლოს მოხელეთა სამსახურში მიღება.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi