თვითმმართველობის ორგანო

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს სხვა წევრებს;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს;
დ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;
ე) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. 

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

მაისი 2012

  • Previous month
  • Next month
მაისი 2012
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

sajaro

tamashi

სამართლებრივი ძეგლები

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა