საქართველოს უზენაესი სასამართლო
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე
2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში.
ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი
სამუშაო გამოცდილება
2019 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2006 წელს იყო "საერთაშორისო ამინისტიის თბილისის საინიციატივო ჯგუფის" წევრი.
2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტის თანამდებობაზე.
2000 წელს მუშაობდა წამების საწინააღმდეგო საქართველოს კომიტეტში იურიდიული კომიტეტის უფროსის თანამდებობაზე.
1998-2006 წლებში იყო რეგისტრირებული კავშირის „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ადვოკატი.
1998-1999 წლებში მუშაობდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" იურისტად.
1997-1998 წლებში მუშაობდა იურიდიული კომპანია „რჩეულიშვილი და კომპანიის" ადვოკატის თანაშემწედ.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოსა და საზღვარგარეთ გავლილი აქვს არაერთი სემინარი და ტრენინგი, როგორც სამოქალაქო ისე სართაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით.
2018 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
მზია თოდუა
მოსამართლე
გიორგი შავლიაშვილი
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
მირანდა ერემაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
მოსამართლე
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ნინო ბაქაქური
მოსამართლე