ქეთევან ცინცაძე - მოსამართლე

ketevan tsintsadze

ქეთევან ცინცაძე

მოსამართლე

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1988 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში.

განათლება:

2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.

2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით/გრანტით სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2013 წლიდან - 2019 წლამდე იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2019 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის დოქტორანტი.

2014 წელს გერმანიაში, ქ.ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში - ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“.

2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK)).

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.

პროფესიული და აკადემიური საქმიანობა:

2017 წლის 20 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით. აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 12 დეკემბრამდე.

2017 წლის სექტემბრიდან - ღია კონკურსის საფუძველზე, 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal).

2017 წლის 28 ივნისიდან - 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე.

2011-2017 წლებში იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას.

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოში რეფერენტის თანამდებობაზე.

სხვა პროფესიული აქტივობები:

2012 წელს მონაწილეობდა „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში, საჯარო და კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში.

2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

2007-2017 წლებში მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი. სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“.

ენები:

ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

mzia

მზია თოდუა

თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე

shalva tadumadze

შალვა თადუმაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე,

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე,

maia vachadze

მაია ვაჩაძე

მოსამართლე

პაატა ქათამაძე

პაატა ქათამაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე

shavliashvili43

გიორგი შავლიაშვილი

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე

miranda eremadze

მირანდა ერემაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

lali papiashvili

ლალი ფაფიაშვილი

მოსამართლე

Tamar Zambakhidze

თამარ ზამბახიძე

მოსამართლე

ekaterine

ეკატერინე გასიტაშვილი

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

mamuka vasadze

მამუკა ვასაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

n

ნინო ბაქაქური

მოსამართლე

zurab dzlierishvili

ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

აპრილი 2020

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi