Untitled Document



საძიებო სიტყვა (KA)
პროგრამის მოხმარების წესები

დახურვა

1. აირჩიეთ სამართლის დარგი რომელშიც აპირებთ კითხვა -

პასუხის მოძიებას (სამოქალაქო-ადმინისტრაციული, სისხლის)

2. აირჩიე საძიებო ველი - სად უნდა იქნას მოძიებული თქვენი

საკვანძო სიტყვა, (”კითხვაში” თუ ”პასუხში”)

3. საძიებო სიტყვის გრაფაში ჩაწერეთ ის სიტყვა სიტყვათა

ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ვეძებთ კონკრეტულ

შეკითხვას ან პასუხს ”მაგ. სიტყვა ”სარჩელი” ან

სიტყვები ”სარჩელი” და ”უარი”.

4. ძებნის ფუნქციის გამოყენების შემდეგ მიიღებთ კითხვების

ან პასუხების ჩამონათვალს, რომელიც შეიცავს თქვენს მიერთ

შერჩეულ საკვანძო სიტყვას ან სიტყვათა ერთობლიობას;

5. სასურველი შეკითხვის დაკლიკვით თქვენ მიიღებთ სრულ

პასუხს ამ შეკითხვაზე;


 
 

რა არის სარჩელი?
სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ დაიწყებს ამა თუ იმ პირის უფლების დაცვას. სასამართლოში საქმისწარმოებას იწყებს არა მოსამართლე, არამედ დაინტერესებული პირი, სარჩელის შეტანის გზით.მოსარჩელე არის პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ საკუთარი დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დაცვის მოთხოვნით. თუ პირი სასამართლოს მიმართავს სხვა პირის დარღვეული უფლების დასაცავად, იგი მოსარჩელედ ვერ ჩაითვლებ...

ტერიტორიულად რომელ სასამართლოს უნდა მივმართო სარჩელით ?
დათო ცხოვრობს ზესტაფონში და სურს სარჩელი აღძრას სასამართლოშითავისი მოვალე ნიკას მიმართ, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში და მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ნიკასათვის დაკისრება; მაგრამ რომელ სასამართლოში უნდა აღძრას დათომ სარჩელი, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში თუ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში? სხვანაირად რომ ვთქვათ, მოცემულ შემთხვევაში რომელი სასამართლოა განსჯადი? ამ კითხვაზე...

რა ვადაში უნდა მიიღოს სასამართლომ საქმე წარმოებაში (რას ნიშნავს საქმის წარმოებაში მიღება?)
სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება ხდება სასამართლოს განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლი არეგულირებს სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების წესს. სარჩელის (განცხადების) სასამართლოში თავდაპირველად შეტანისას, თუ სარჩელი (განცხადება) ფოსტით არ არის გაგზავნილი, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) ...

შეიძლება თუ არა, რომ მოპასუხემ მოითხოვოს შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება?
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული ...

როგორ დაიცვას მოპასუხემ თავი სარჩელისაგან შეგებებული სარჩელის წარდგენით, ან რა არის შეგებებული სარჩელი?
შეგებებული სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ სასამართლოში არ არის აღძრული ძირითადი სარჩელი . შეგებებული სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც არის დასახელებული მოპასუხედ, ძირითადი სარჩელის მოსარჩელის მიერ. შეგებებულ სარჩელი წარმოადგენს მოპასუხის თავდაცვის საშუალებას ძირითადი სარჩელისაგან. შეგებებული სარჩელი ჩამოყალიბებული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მისი შინაარსი იმ აუცილებელ რეკვიზიტებს...

1234567891011121314151617181920