მართლმსაჯულების მუზეუმი

უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირება დაიწყო „მართლმსაჯულების მუზეუმმა“. მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტებია განთავსებული, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.

„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.

მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული „N 1 დარბაზი“ , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.

მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 14.00 საათიდან 17.00 საათამდე. დათვალიერების მსურველებს ვთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით eka.gogichaishvili@supremecourt.ge ტელ: 299 70 01 (275).

მართლმსაჯულების მუზეუმი

წინა შემდეგი

ივნისი 2013

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

saqartvelossasamartloebi

tamashi

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro