საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამუშაო ვიზიტი ესტონეთში
გამოქვეყნებულია: 14/02/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 14 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ.
ევროპის საბჭოს ექსპერტებმა უზენაეს სასამართლოში ტრენინგი ჩაატარეს
გამოქვეყნებულია: 10/02/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 10 თებერვალს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევების ტექნიკასა და ევროპული პრაქტიკის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.
სასამართლოს მომხმარებელთა მორიგი კვლევა რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 06/02/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წელს სასამართლოები მომხმარებელთა კვლევებს კვლავ აქტიურად ჩაატარებენ.
ქართველი მოსამართლეები უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობენ
გამოქვეყნებულია: 03/02/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 2 თებერვალს, თბილისში სამუშაო ვიზიტით უკრაინის იუსტიციის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლოდიმერ კოლესნიჩენკო და უკრაინელი მოსამართლეები ჩამოვიდნენ.
შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
გამოქვეყნებულია: 31/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 31 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამები და სასამართლოს 2012 წლის პრიორიტეტები გააცნო.
მოსამართლეები კომუნიკაციის შესახებ ტრენინგებს გაივლიან
გამოქვეყნებულია: 27/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 26 იანვარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ახალი საგნის, სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის ზოგადი პრინციპების შესახებ ტრენინგს დაესწრო.
გოეთეს ინსტიტუტში მნიშვნელოვანი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 20/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 18 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ გამოცემული ორი უახლესი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 17/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
2012 წლის 17 იანვარს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2012 წლის სასწავლო პროგრამის დასამტკიცებლად სკოლის დამოუკიდებელი საბჭო შეიკრიბა.
უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
გამოქვეყნებულია: 12/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც განსაზღვრა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის უფლებამოსილ პირთა წრე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
გამოქვეყნებულია: 05/01/2012
კატეგორია: ახალი ამბები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლითაც ერთმანეთისგან განასხვავა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები.














