საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ახალი...

eye

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ახალი ჟურნალი გამოსცა

გამოქვეყნებულია: 23/02/2017

უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი ახალი კრებული (2016  № 7-9 და № 10-12) სისხლის სამართლის საქმეებზე.

პირველი ჟურნალი (№ 7-9) სისხლის სამართლის პროცესის საკითხებს ეხება. მასში თავმოყრილია განაჩენები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სისხლის სამართალწარმოების შეჩერების საფუძვლები და ვადები, გონივრული ვადის დაცვის მოთხოვნა, მტკიცებულებები, საპროცესო შეთანხმება, სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ, საკასაციო განაჩენი, ახლად გამოვლენილი გარემოებები და ექსტრადიცია.

მეორე ჟურნალი № (10-12) ეძღვნება მატერიალური სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილების ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასჯელის დანიშვნა, პირობითი მსჯავრი, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობის გაქარწყლება, დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის, საკუთრების წინააღმდეგ, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და სამოხელეო დანაშაული. 

იხილეთ: 2016 წლის № 7-9 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

იხილეთ: 2016 წლის № 10-12 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi