საქართველოს უზენაეს სასამართლოში...

eewtw

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 27/02/2017

2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მოსამართლე მზია თოდუა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო წინადადება „ფინანსური გირავნობის ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ წარმოადგინა. შეხვედრაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკანონმდბელო წინადადების თაობაზე და მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხეს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი და მთავარი სპეციალისტი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი და უფროსი სპეციალისტები.

შეხვედრის დასასრულს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეთა შენიშვნების მიხედვით საკანონმდებლო წინადადება განახლდება და მოსამართლეებს მიეწოდებათ შემდგომი კომენტარებისთვის.

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi