უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში...

tetewfw

უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში მსჯავრდებული გაამართლა

გამოქვეყნებულია: 20/03/2017

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ  ყაჩაღობაში მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წის 21 ივლისის განაჩენით, ტარიელ პაგაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი  ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის), რისთვისაც მას  11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განაჩენით დადგინდა, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევმა ტარიელ პაგაშვილმა დააყაჩაღა ვარკეთილში მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ფულად თანხასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ასევე, დაკავების შემდეგ ჩატარებული  ლაბორატორიული კვლევით ტარიელ პაგაშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილის ადვოკატმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ტარიელ პაგაშვილის გამართლება ყაჩაღობაში, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ნაწილში დაცვის მხარეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით,მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საკსაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ სამართლებრივ - გონივრულ ეჭვს მიღმა-სტანდარტს.

მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ბოლო სიახლეები

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi