ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის...

hrth

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 22/03/2017

2017 წლის 21 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოშუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის შეხვედეა გაიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სისხლის სამართლის სექტორის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამართალწარმოების სტანდარტების სრულყოფილი დანერგვის ხელშეწყობა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადახედვასა და   სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებისას სარეკომენდაციო სახის სახელმძღვანელოს შემუშავებას. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია მოსამართლეებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სსიპ საქართველოს იურიდიულიდ ახმარების სამსახურების წარმომადგენლებით.სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მოწვეულია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, ევროკავშირის  „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი და ევროსაბჭოს პროექტის -„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“- ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi