უზენაეს სასამართლოში ოთარ გამყრელიძის 85...

jghj

უზენაეს სასამართლოში ოთარ გამყრელიძის 85 წლის იუბილე აღინიშნა

გამოქვეყნებულია: 24/03/2017

ცნობილ ქართველ იურისტს, სამართალის დოქტორს, პროფესორ ოთარ გამყრელიძეს  85 წელი შეუსრულდა.

ოთარ გამყრელიძის იუბილე  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივით   გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს  ოთარ გამყრელიძის მიერ ქართული სისხლის სამართლის განვითარებაში შეტანილ  წვლილზე. მხცოვან მეცნიერს იუბილე მიულოცეს  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ,  თედო ნინიძემ,   ჯონი ხეცურიანმა და  დავით სულაქველიძემ,  აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა , იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, სასამართლოებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.  საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელით ოთარ გამყრელიძეს გადასცეს სამახსოვრო საჩუქარი.

პროფესორი ოთარ გამყრელიძე 1963 წლიდან მუშაობს თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. ის  სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. მეცნიერული მოღვაწეობის პარალელურად ოთარ გამყრელიძე 14 წლის მანძილზე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეცნიერ-კონსულტანტი.  ის დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ოთარ გამყრელიძეს გამოქვეყნებული აქვს 300- მდე სამეცნიერო პუბლიცისტური ნაშრომი, იყო  სისიხლის სამართლის კოდექსის (1999 წლის რედაქციის)  შემმუშავებელი სამთავრობო კომისიიის თანათავმჯდომარე.  მან შეიმუშავა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც წარადგენილი იყო ჰოლანდიაში ევროპელ და ქართველ იურისტთა ფორუმზე. სწორედ აღნიშნული ვარიანტი  დაედო  საფუძვლად  საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის სამთავრობო ვარიანტს. პროფესორი ოთარ გამყრელიძე დღესაც აქტიურად აგრძელებს მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ  ულოცავს ოთარ გამყრელიძეს   85 წლის  იუბილეს  და კიდევ დიდხანს უსურვებს  საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნას .

ივნისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi