უზენაესი სასამართლოს...

hdfhd

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 31/03/2017

2017 წლის 30 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სსსკ-ის 136-ე მუხლზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები და პროკურატურის წარმომადგენლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო გახსნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე სსსკ-ის 136-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად გამოცხადების და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის კუთხით. კერძოდ, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამგვარად, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის ასპექტში.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 27 იანავრს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სსსკ-ის 136-ე მუხლების 1-ლი და მე-4 ნაწილების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემატიკა. კერძოდ, აღნიშნული გარემოება უკავშირდება ერთი მხრივ გადაწყვეტილების განმარტების განსხვავებულ მიდგომებს და მეორე კუთხით, პრაქტიკული თვალსაზრისით, სამართლაწარმოების პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის საკითხს.

ამ მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიაქციეს იმას, რომ ბრალდების მხარე არ აღმოჩნდეს დაცვის მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში მტკიცებულებების მოპოვების კუთხით და მას არ დაუწესდეს უფრო მაღალი სტანდარტი დაცვის მხარესთან შედარებით. აღნიშნული პრობლემატიკა განსაკუთრებით ყურადსაღებია სსსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჭრილში, რომელიც კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის დადგენილ რეგულირებას უქვემდებარებს.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიისა და განხილვის რეჟიმში, რომელიც დასრულდა ამ კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხზე შეჯერებით.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi