უზენაეს სასამართლოში სასამართლო კვლევის...

dyt

უზენაეს სასამართლოში სასამართლო კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 05/04/2017

დღეს საქართველოს უზენაეს სასასმართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში კვლევის ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საქართველოს სასამართლოების, სახალხო დამცველის ოფისის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ევროპის ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელმა კრისტოს გიაკომოპულოსმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

 როგორც თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ განაცხადა, მეტად მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ჰარმონიზებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი მოლოდინების შენარჩუნება, რასაც ასე სერიოზულად უყურებს როგორვ ევროპის საბჭო ასევე ევროკავშირი.,,პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაეების ფუნდამენტური უფლებების უაზრუნველყოფის ხელშეწყობას და საქართველოს მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისათვის დახმარების გაწევას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დამსწრე აუდიტორიას ვრცლად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული ქმედითი ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღებული დადებითი ტენდენციები, რაც მიღწეულია სასამართლო პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენებით. ამ თვალსაზრისით ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან ძალაშია და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის, HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართული ინტერფეისის შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად მიმდინარე წელს საერთო სასამართლოების სისტემისთვის, ისევე როგორც იურიდიული წრის წარმომადგენლებისთვის, მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

აქტიურად  გრძელდება ევროკონვენციის გამოყენების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები: თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩამოყალიბდა ,,ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების განყოფილება“ მოსამართლეებისთვის მათ შორის საერთაშორისო ადამინის უფლებების თაობაზე პრაქიკაზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და მიწოდების მიზნით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში შემუშავდა ანალიტიკური განყოფილების სტრატეგია  და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, იგეგმება ადამიანის უფლებათა რეგიონალური ცენტრის დაარსება დასავლეთ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტამისთვის. აქტიურად მიმდინარეობს საერთო სასამართლოების სისტემაში ანალიტიკური განყოფილებებისა და სასამართლო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის და საერთაშორისო სამართლის თაობაზე,  ევროკავშირისა და  საერთასორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში.

კვლევამ წარმოაჩინა საქართველოს სასამართლოების შესაძლებლობა, სწორად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მაგრამ ამავდროულად მიუთითა გაუმჯობესების საჭიროებებზე. მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები.

ფოტო

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi