უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების...

gsgw

უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/04/2017

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გასული წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის განვითარებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო ორგანოებთან ერთად წარმოდგენილია 36 არასამთავრობოორგანიზაციათა კოალიცია მართლმსაჯულებისდამოუკიდებლობისდაგამჭვირვალობისთვის.

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია უკვე გაიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე.

დღეს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ევროკავშირის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის,  სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების  მაღალი ინტერესი მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესისადმი და აღნიშნულ სტრუქტურებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა, რაც მისი აზრით, განაპირობებს სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის მაღალ ხარისხს და საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სტრატეგიის განხორციელების წარმატებას.

სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს სამუშაო ჯგუფი მაისის შუა რიცხვებში დაასრულებს.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნოტარიუსთა პალატის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2017

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi