ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ...

wrwr

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ და 2017 წლის 27 აპრილს მიღებული განჩინება „ზეინაბ ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

გამოქვეყნებულია: 08/05/2017

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ ევროკავშირის „EU4Justice“ პროექტის დახმარებით ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ და ამავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს მიღებული განჩინება „ზეინაბ ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

გადაწყვეტილება საქმეზე „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი № 45729/05

2017 წლის 28 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, მიიჩნია რა, რომ სადისციპლინო საბჭო, რომელმაც განიხილა ბატონი სტურუას მიმართ ინიცირებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმე, იყო მიკერძოებული, რადგანაც საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველი სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის ოთხივე წევრი ასევე სადისციპლინო საბჭოს სრული შემადგენლობის წევრი იყო იგივე საქმის მეორე ინსტანციის წესით განხილვისას, რის შესაძლებლობასაც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ““ კანონის იმ დროისთვის მოქმედი რედაქცია იძლეოდა (2004 წლის 30 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად). ბატონი სტურუას სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 3 500 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით - 3 380 ევროს გადახდა.

განჩინება განაცხადზე „ზეინაბ ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №26290/12

2017 წლის 27 აპრილის განჩინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ზეინაბ ბურდიაშვილის და სხვების განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ აშკარად დაუსაბუთებლობის საფუძვლით. განმცხადებლები არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები და მათ სასამართლოს წინაშე სადავოდ გახადეს ამავე სასამართლოს მიერ საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების საკმარისობა დადგენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად, კერძოდ კი კომპენსაციის ოდენობა, რომელიც 2011 წლის 19 აპრილის და ასევე 2014 წლის 31 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიცემოდა. ევროსასამართლომ ეს დავა „მეოთხე ინსტანციის“ ბუნების დავად მიიჩნია და განაცხადი დაუშვებლად ცნო აშკარად დაუსაბუთებლობის საფუძვლით.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi