კოალიციამ სასამართლო სისტემის გამოწვევებზე...

dgdw

კოალიციამ სასამართლო სისტემის გამოწვევებზე საზოგადოებრივი ფორუმი გამართა

გამოქვეყნებულია: 17/05/2017

11 მაისს სასტუმრო ,,რედისონში“ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის  რეფორმების შედეგებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. ფორუმმა განიხილა  სასამართლო სისტემისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: რეფორმები და ძირითადი ტენდენციები სასამართლო სისტემაში, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემა, სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების თვისობრივი კვლევა. ფორუმს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, აშშ-ს ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემუშავების პროცესში კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“წევრთა ჩართულობაზე, აღნიშნა, რომ ისინი წარმოადგენდნენ მართლმსაჯულების სტრატეგიის კომიტეტის წევრებს, მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფების განხილვაში და პირველადი დოკუმენტების შედგენის პროცესში. მათ შორის ღირებული იყო კომენტარები, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი სახით. ,,„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოწოდებული კოალიციის მოსაზრებები და კომენტარები, ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრის მოსაზრებები. „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სამუშაო ჯგუფ-ის“  ფარგლებში მოწოდებული ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოსაზრებები და დასკვნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წინადადებები ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების საერთო სასამართლოების პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის თვალსაზრისით წარმოდგენილი იყო საინტერესო მოსაზრებები.“, -განაცხადა ნინო გვენეტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქმეთა ელექტრონული განაწილების საკითხზეც და აღნიშნა, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო რეფორმის მესამე ტალღა და მის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ნდობს მოპოვების თვალსაზრისით.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც გაგრძელდება ტრადიცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ანგარიშის მომზადებაში მონაწილე პირების ჩართულობით მოხდება განხილვა და რეკომენდაციებზე მსჯელობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭივირვალობის გაუმჯობესების მიზნით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi