უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის...

gdge

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/05/2017

24 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის კენჭისყრის შედეგად არჩეულმა მოსამართლეებმა ლევან გელოვანმა, ლეილა გოგიშვილმა, ვერა დობორჯგინიძემ, თამარ კაპანაძემ, ნინო მამულაშვილმა და ციცინო როხვაძემ მოსამართლის ფიცი დადეს.

მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, აგრეთვე   საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია,  გერმანიის მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი, დოქტორი ჰ.ი. ალბრეხტი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი, დოქტორი პეტერ იურგენ გრაფი, მაქს-პლანკის ინსტიტუტის წამყვანი რეფერენტი აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე დოქტორი მიხაელ კილხლინგი, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი დოქტორი ვოლფრამ შედლერი, მაქს-პლანკის ინსტიტუტის ტრანზიტული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი დოქტორი ელენე წიკლაური-ლამიხი და მისი თანამომხსენებელი თეოდორ ლამიხი.

გერმანელ სტუმრებსა და ფიცის მიღების ცერემონიალის მონაწილე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მან ახლადგამწესებულ მოსამართლეებს მიულოცა სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა, უსურვა მათ მაღალი სამოსამართლეო სტანდარტის დაცვა და წარმატებული პროფესიული საქმიანობა სამწლიან გამოსაცდელ პერიოდში. ახალ ფიცმიღებული მოსამართლები 25 მაისს შეუდგნენ მოსამართლის საპატიო მოვალეობის შესრულებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სასამართლოებში.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi