სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების...

asca

სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/06/2017

მიმდინარე წლის  2 ივნისს  თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტშიევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერითგაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამართლებრივი კვლევა, სამართლებრივი ანალიზი“.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქალაქო, სააპელაციო  ანალიტიკური სამსახურებისა და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა. ტრენინგს ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.

ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:  სამართლებრივი დოკუმენტების ენობრივი თავისებურებები, ანალიტიკური ტექსტების ენობრივ-სტრუქტურული შეფასებები, უცხოენოვანი ტექსტების ქართული თარგმანის ტექნიკა და სხვა. ღონისძიების მონაწილეებმა  ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროპული სასამართლოს მიერ სამართალწარმოების ეტაპების, ევროპული სასამართლოს მიერ ქართულ პრეცედენტულ სამართალში გამოვლენილი მნიშნელოვანი ასპექტებისა და სისტემური/სტრუქტურული დარღვევების შესახებ.

ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებისთვისტრენინგი ,,სამართლებრივი კვლევა, სამართლებრივი ანალიზი“ ხვალ 3 ივნისსაც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2018

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi