მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი...

dery

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 30/06/2017

30 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)  ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ“, ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ბესარიონ ბოხაშვილი. 

დამსწრე აუდიტორიის  ჩართულობით განხილულ იქნა თემები: სიცოცხლის უფლება და სისხლის სამართალწარმოება (სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებები, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციები), სიცოცხლის უფლება და სისხლის სამართალწარმოება (სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, კანონმდებლობა, უფლების დაცვა, ეფექტიანი გამოძიება), წამების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა ( წამების დეფინიცია, ქმედებები, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია წამებად). ტრენინგზე განიხილეს შესაბამისი კაზუსები.

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინბგი ხვალაც გაგრძელდება და აუდიტორიის მონაწილოებით განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლოს უფლება (ზოგადი ასპექტები, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სისხლის სამართალწარმოების ავტონომიური კონცეფცია), მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, განაჩენის დასაბუთება, მსაჯულთა ინსტიტუტი, დამცველი ყოლის უფლება, ბრალდებულის ძირითადი უფლებების შეზღუდვის საფუძვლები, დაუსწრებელი სამართალწარმოება.

ივლისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi