,,რედისონში“ სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის...

rth

,,რედისონში“ სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 21/07/2017

20 ივლისს სასტუმრო ,,რედისონში“ ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ოფიციალურად დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიება გახსნა მოდერატორმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

ევროსაბჭოს  ახალი პროექტი სრულ თანხმობაშია და ესადაგება ახალდმიღებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რაც აჩენს დიდ მოლოდინს, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობათა შედეგად საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულებით, რასაც უზრუნველყოფს უფრო კვალიფიციური და მიუკერძოებელი  სასამართლო სისტემა.

პროექტის მოსალოდნელ შედეგებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა, სასამართლო ადმინისტრაციის  მომსახურების გაუმჯობესება, რაც განაპირობებს სასამართლოს მომხმარებლისთვის უკეთეს სერვისს, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მეტად განჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების დანერგვა. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში გათვალისიწინებულია სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც მოიცავს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, კოლეგებს/მოსამართლეებს შორის დიალოგს, საკონსულტაციო და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო ვიზიტებს და სხვა. საექსპერტო შეფასებებს, კვალიფიციური რეკომენდაციების მოწოდებას იურიდიულ პროფესიათა მარეგულირებელ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოებზე. ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევებისა და რელევანტური პუბლიკაციების მომზადება, რაც პროექტის მუშაობის მნიშვნელოლოვან ნაწილს დაიკავებს. დაგეგმილია ისეთი საჭირბოროტო საკითხების წამოწევა, როგორიცაა გენდერული პრობლემები და უმცირესობათა უფლებები და მათი გათვალისიწინება სასამართლო რეფორმის პროცესის წარმართვისას. პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან, ასევე მოხდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ პროექტის მეშვეობით ევროპის საბჭო გააგრძელებს საქართველოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას მომდევნო 32 თვის განმავლობაში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან; ბულგარეთი, ლიხტენშტეინი სამეფო, ლიტვა, ნორვეგია, სლოვაკეთი და შვედეთი, რაც მჭიდროდ უკავშირდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიზანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლლოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში უდიდესი მნიშვლენლობა მიანიჭა ახალი პროექტის დაწყებას და განაცხადა: ,,საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგიაში, ისევე როგორც ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტულ ამოცანებს შორის განისაზღვრა იუსტიციის უმარლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხელშწყობა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის გაუმჯობესება, მოსამართლეთა პრობაციის სისტემის და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მონიტორინგის მხარდაჭერა, დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჯობესება და საზოგადოების ცნობიერებისა და ნდობის ამაღლება მართლმსაჯულების სისტემისადმი. მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭო, განხორციელებული თუ უკვე მიმდინარე პროექტების ფარგლებში მუდმივად ხელს უწყობს და მხარს უჭერს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ქვეყანაში. შესაბამისად, ახალი პროექტის საშუალებით, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ განვახორციელოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები“. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, უახლოეს ხანში ახალი პროექტის დეტალური განხილვისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მოწვეული იქნება ევროპის საბჭოს წამომადგენლობა, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რათა ახალი პროექტის ამოცანები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს სასამართლო სისტემის სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi