ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების სამუშაო ჯგუფმა ...

sgdge

ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 02/08/2017

დღეს, 2 აგვისტოს, სასტუმრო ,,რუმს ჰოტელში“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრას მოდერაციას უწევდა ამერიკის შე-

ერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი. შეხვედრაში მონაწილე მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების მონაწილეობით განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: წინასწარი განცხადება, რომლითაც მოსამართლე მიმართავს ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს, ზოგადი წინასწარი მითითებები სასამართლო განხილვის დაწყებამდე, მითითებები სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, დასკვნითი მითითებები.

ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხვალ, 3 აგვისტოსაც გაგრძელდება. ჯგუფის წევრები განიხილავენ მითითებებს იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენასაც ეხება ბრალდება. ასევე მითითებებს მსაჯულთა მიმართ მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით,  მოწმეთა სანდოობის შესახებ,  ტერმინთა განმარტებისა და მენტალური მგდომარეობის შესახებ,  დაცვის თეორიის შესახებ და  მითითებებს თათბირისა და ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის წევრები ხვალ დაასრულებენ მუშაობას  დოკუმენტზე ,,ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების სამოდელო ვარიანტი“.  

სამუშაო ჯგუფის შემგდომ შეხვედრებზე ასევე განიხილება საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi