ყაზახეთში საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

sgew

ყაზახეთში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

გამოქვეყნებულია: 30/08/2017

ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა.  დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ;  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები გიორგი შავლიაშვილი და პაატა სილაგაძე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი დავით სულაქველიძე და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან  კაირატ მამისთან. ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  მადლობა გადაუხადა ნინო გვენეტაძეს  საქართველოში მისი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის, რომელიც შედგა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტისას,  სისხლის სამართლის პროცესის რეფორმირებაზე მუშაობის ფარგლებში.განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დღესასწაულის- კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების  პერიოდში.  როგორც კაირატ მამიმ განაცხადა, სტუმრებს უშუალოდ ჰქონდათ საშუალება, რომ პირველი პირებისაგან მიეღოთ ინფორმაცა იმ დიდ გარდასახვათა შედეგების შესახებ, რაც განხორციელდა ყაზახეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის უმთავრესი კანონის ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად გაამყარა სასამართლო სისტემის  სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური გარანტიები. ასევე იქნა აღნიშნული, რომ ამჟამად მიმდინარეობს დიდი სამუშაო სასამართლოების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ბიუჯეტის, მოსამართლეთა პროფესიული კარიერის, სასამართლო განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებს, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს ყაზახეთში საერთაშორისო გამოცდილების, მათ შორის საქართველოს მიღწევების შესწავლა.გაიმართა აზრთა ინტენსიური გაცვლა ორი ქვეყნის სასამართლოთა მუშაობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს ყაზახეთსა და საქართველოს სასამართლო სისტემებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი და სურვილი. ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და მართლმსაჯულების აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე  ნინო გვენეტაძემ ისაუბრა საქართველოს  სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე. უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წევრებმა მოინახულეს სიტუაციური ცენტრი (სამეთვალყურეო ცენტრი) და დაესწრნენ პრეზენტაციას ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ინფორმაციულ სისტემაბთან დაკავშირებით.

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან ჟაკიპ ასანოვთან. მხარეებმა განიხილეს ყაზახეთისა და საქართველოს სასამართლო რეფორმისა და სისხლის სამართლებრივი სისტემის საკითხები. როგორც აღინიშნა, საქართველოს გამოცდილება ნიშანდობლივია იმით, რომ  ქვეყანამ უმოკლეს დროში შეძლო სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების ევროპულ მოდელზე გადასვლა და ახლა მას წარმატებით იყენებს. გენერალურმა პროკურორმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია პროკურატურის ორგანოების წინაშე მდგარი ამოცანების შესახებ  ,,პროკურატურის შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რაც გამოიყენება სისხლის სამართლებრივ პროცესში მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით. ქართული დეგეგაციის წევრებს                                                     წარუდგინეს გენერალური პროკურატურის უფლებადაცვითი მომსახურების ცენტრი, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს საჩივრების ოპერატიული გადაწყვეტა, მოქალაქეთა ნდობის ამაღლება სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოების მიმართ, ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ პროექტებს: ,,ელექტრონული სისხლის სამართლის საქმე“, ,,ადმინისტრაციული წარმოების ერთიანი რეესტრი“ და ,,ანალიტიკური ცენტრი“, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს მეთაურის დავალებათა შესრულების ფარგლებში ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. გაიმართა შეხვედრები ყაზახეთის კონსტიტუციური საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ როგოვთან, ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს სპეციალიზირებული სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარესთან აიგულ კიდირბაევასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საბჭოს წევრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიიღო ყაზახეთის საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარემ კაირატ კოჯამჯაროვმა. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ,,კონსტიტუცია და საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოდერნიზაცია“. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

დელეგაციის წევრები  ეწვივნენ ასტანის საქალაქო სასამართლოს და გამართეს შეხვედრა ასტანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეთან ტლეკტეს ბარპიბაევთან, დაათვალიერეს სასამართლოს ინფორმაციული სერვისები, რაც მოიცავს სასამართლო დოკუმენტაციის გაცნობას, საქმეთა განხილვის გრაფიკს, სასამართლო უწყებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდას, სარჩელის რეგისტრაციას, სმს შეტყობინების მიღებას. სტუმრებისთვის მოეწყო ექსკურსია ასტანის საქალაქო სასამართლოში და სამართლის ისტორიის მუზეუმში. 

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დელეგაცია ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით ასტანაში დაესწრო 2017 წლის საერთაშორისო სპეციალიზირებულ გამოფენას ,,ექსპო 2017“, სადაც ქართული პავილიონის მონახულების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, კონსტიტუციური საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული  და საჯარო სამსახურების სააგენტოებისა და ყაზახეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ყაზახეთის ოფიციალური დელეგაციის  წევრები გაეცნენ საქართველოში მიმდინარე  სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმებს, გამართეს შეხვედრები საქართველოს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

სექტემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi