ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი...

sfaljfa

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე "ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ"

გამოქვეყნებულია: 12/09/2017

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა და ანალიზი გაუკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ 5 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების პრეს-რელიზს საქმეზე ,,ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ’’. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდმა პალატამ შეცვალა პალატის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მომჩივანს, რომელიც დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა კომპანიის რესურსების (ინტერნეტის, კერძოდ, “Yahoo Messanger’’) პირადი გამოყენების საფუძველზე, რაც გამოვლინდა მისი პირადი კომუნიკაციის მონიტორინგის შედეგად, დაერღვა პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება. ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ წინამდებარე საქმეზე შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი დაადგინა და დასაქმებულის მიმოწერის მონიტორინგის განხორციელებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები განსაზღვრა.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

იანვარი 2018

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi