GIZ-ის ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა...

gererb

GIZ-ის ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია: 22/09/2017

22  სექტემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მხარდაჭერით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ექსპერტი ულრიხ ჰაგენლოხი, დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

ექსპერტს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელმაც მაღალი შფასება მისცა უცხოელი კოლეგის სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მსგავსი პროფესიული და მოსამართლის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან შეხვედრები განსაკუთრებულად უწყობს ხელს არა მხოლოდ მოსამართელეთა საკვალიფიკაციო გამოცდილების ამაღლებას, არამედ ხელს უწყობს ევროპულ მართლმსაჯულებასთან ქართლი მართლმსაჯულების ჰარმონიზაციის პროცესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, აღნაგობის უფლება, მორალური ზიანის ანაზღაურება, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხები, გერმანული პრაქტიკის განხილვა სამედიცინო დელიქტებთან მიმართებით, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის ახალი რედაქციის განმარტების საკითხი, სოლიდარული ვალდებულება და მოთხოვნის სახელშეკრულებო და კანონისმიერი გადასვლის შემთხვევები.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოხსენებები  წარმოადგენა გერმანელმა ექსპეტმა ულრიხ ჰანგელოტმა და თავისი გამოცდილება გაუზიარა ქართველ მოსამართლეებს.  ექსპერტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან დაახლოების კუთხით შესამჩნევი და აღსანიშნავია.

გერმანელი ექსპერტი 23 სექტემბერსაც გააგრძელებს შეხვედრებს უზენაეს სასამართლოში.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi