ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017...

eww

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ’’

გამოქვეყნებულია: 25/09/2017

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე  ,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ’’.  აღნიშნული   გადაწყვეტილება ეხება საკმაოდ რეზონანსულ საქმეს, სადაც განმცხადებელი, გვანცა ყუფარაძე, სხვა საკითხებს შორის, ასაჩივრებდა სამართლიანი სამართალწარმოებისა და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 6.1 და 6.3. (,,დ’’) მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო და შესაბამისად არ აფასებს რამდენად სწორად მოხდა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების შეფასება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ცალსახად აშკარაა, რომ არასწორმა შეფასებამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები დაარღვია. სასამართლომ წინამდებარე საქმე არ მიაკუთვნა უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებს, როცა მტკიცებულებათა არასაკმარისობა ცალსახაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის, კერძოდ, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების, პროპორციული იყო.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi