ბორჯომში არბიტრაჟის საკითხებზე შეხვედრა...

54y4

ბორჯომში არბიტრაჟის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 30/09/2017

30 სექტემბერს ბორჯომში სასტუმრო ,,ქრაუნ პლაზაში”, ევროკავშირის პროექტის ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ლონდონის საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრებისა და სხვა ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიასთან (UNCITRAL) ერად,  საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ მოსამართლეებისთვის არბიტრაჟისადმი სასამართლო მიდგომების წარმოჩენა და ახალი სასამართლო პრაქტიკის გაცნობა.

სემინარზე განიხილეს ნიუ იორკის კონვენციის გამოყენებისა და UNCITRAL-ის მოდალური კანონის ინტერპრეტაციის ძირითადი საკითხები.  ასევე იმსჯელეს საარბიტრაჟო  შეთანხმების აღსრულების მექანიზმებისა და არბიტრაჟის მიმართ სასამართლო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო ექსპერტებმა ჯუდიტ კნიპერმა, ჯერემი შარპმა, ბექა ინჯიამ, მოსამართლე დომინიკ აშერმა, ლიანა ქარცივაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია  UNCITRAL-ისა და საარბიტრაჟოო განხილვის, UNCITRAL-ის მანდატისა და მუშაობის მეთოდების, საქართველოში არბიტრაჟის, ნიუ-იორკის კონვენვიისა და მისი მოქმედების სფეროს, საარბიტრაჟო შეთანხმების ცნობისა და აღსრულების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, სასამართლოს დამატებითი ჩართულობის საარბიტრაჟო პროცესში შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ბესარიონ ალავიძე.

სამუშაო შეხვედრა არბიტრაჟის საკითხებზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi