თელავმა უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს...

gege

თელავმა უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 29/09/2017

2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებისა (ანალიტიკური განყოფილება) და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თელავის რაიონულ სასამართლოში  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თელავის რაიონული სასამართლოსა და ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლეები და მოსამართლეთა თანაშემწეები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ, საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლის,  განზოგადების კვლევისა და ანალიზის ცენტრის კონსულტანტმა გულიკო მჭედლიშვილმა და ევროკავშირის პროექტის სასამართლო მხარდაჭერის (EU4Justice) პროექტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში  ლალი ჩხეტიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კვლევისა და ანალიზის ცენტრის საქმიანობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის (HUDOC) გამოყენების სპეციფიკა და  მომავალში ქართულენოვანი საიტის გამოყენების შესაძლებლობები. გაიმართა მსჯელობა უზენაესი სასამართლოს საიტზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საძიებო სისტემაში საქმეების მოძიების მეთოდებზე. კერძოდ,  თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქართულ ენაზე თარგმნილი გადაწყვეტილებების მოძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ ინოვაციებს. კერძოდ,  თუ როგორ შეიძლება ინტრანეტზე ქართულ ენაზე თარგმნილ გადაწყვეტილებათა მოძიება. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენონ ინტრანეტზე არსებული ანალიტიკური სამსახურის ბმული და ასევე, როგორ უნდა მიმართონ საერთო სასამართლოების ანალიტიკურ სამსახურებს  კონკრეტული გადაწყვეტილების მოძიების, თარგმნის, კვლევების მოთხოვნით.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ვებ-გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შესახებ. მოსამართლეებმა და თანაშემწეებმა გამოხატეს სურვილი, რომ ბროშურების სახით მიიღონ ინგლისურ სამართლებრივ ტერმინთა  განმარტებითი ლექსიკონი; განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დისკრიმინაციის შესახებ. შეხვედრის მონაწილეთაგან გამოითქვა ახალი ინიციატივა, რომ ინტრანეტზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა მოძიება განხორციელდეს მუხლების მითითებით, რაც საკმაოდ გააადვილებს შესაბამისი გადაწყვეტილების ძიების პროცესს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს განხილული საკითხები და გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია.

30 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან. საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი მარინე კვაჭაძე სტუდენტებს ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მიერ დანერგილი ნოვაციების შესახებ, გააცნო მათ ინფორმაცია მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi