ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა...

vsdbs

ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/10/2017

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა  მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრები საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენლებთან იმართება რეგულარულად, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის  პროექტის თანამონაწილეობით.

შეხვედრაზე განხილული იქნა ანალიტიკური სამსახურების ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების საქმიანობის შესახებ და ინტრანეტის მეშვეობით საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად და ეფექტურად მიწოდების შესახებ. დაიგეგმა ინტრანეტის სატესტო რეჟიმში გაშვება.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi