მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე შეხვედრა...

wewt

მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 09/10/2017

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) სამართლის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში 7-8 ოქტომბერს, ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ბერლინის სოციალური სასამართლოს მოსამართლე მარია მემელი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს, სიღნაღის, გურჯაანის, ხაშურის, რუსთავის, მცხეთის, დმანისის და ახალციხის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს, ისევე როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს და სოციალურ მუშაკებს მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე გამოცდილება გაუზიარა.

მოსამართლე მარია მემელმა ისაუბრა გერმანული კანონმდებლობის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო პრაქტიკაზე, მხარდამჭერის პროცესში საქმის წარმოების დაწყების საფუძველზე, პირის ქმედუნარიანობასა და მხარდამჭერის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, პროცესის მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებზე, მათ შორის მოსამართლის მოვალეობებზე სამართალწარმოებაში. გერმანელი მოსამართლე ასევე შეეხო და მიმოიხილა გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის თაობაზე კონვენციის დებულებები და მისი გავლენა მხარდამჭერის ინსტიტუტის საქმეებში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის მე-12 მუხლი პრაქტიკაში და მხარდაჭერის სამართლის მე-4 მსოფლიო კონგრესის ანგარიში - (სექტემბერი  2016). აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მხარდამჭერი ასევე გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მსგავსი შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს მათ შორის სასწავლო ვიზიტების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 7 აპრილს, ექსპერტ ჰაინრიჰ შნიტგერის მონაწილეობით გაიმართა.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi