უზენაეს სასამართლოში რელიგიათა საბჭოს...

feww

უზენაეს სასამართლოში რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/10/2017

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრობლემატურ საკითხებზე, კერძოდ სასამართლო ხელისუფლების მიმართ  მომზადებული რეკომენდაციები დღეს, 17 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.   შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი სანდრო ჯორბენაძე. უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ წარმოდგენილ იქნა განყოფილების მიერ მომზადებული საერთო სასამართლოების განაჩენების, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული საქმეების ანალიზი და დასკვნა რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრობლემატურ საკითხებზე რეკომენდაციები მოამზადა, რომელთა ადრესატი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაა. წარმოდგენილი რეკომენდციები გამოხატავს საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების საერთო ხედვას იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სრულფასოვანი დაცვისა და უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წელს დაარსდა და საქართველოში რელიგიური კონფესიების ყველაზე ფართო ფორუმს წარმოადგენს. ერთი მხრივ, იგი სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანოა, მეორე მხრივ, თანამშრომლობს სხვადასხვა სახელწიფო უწყებასა და ორგანიზაციასთან. რეკომენდაციების ერთი-ერთი ადრესატი გახლავთ სასამართლო ხელისუფლება.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi