კონფერენციამ აღდგენითი მართლმსაჯულების...

fdg df

კონფერენციამ აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია: 02/11/2017

დღეს,სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითრებაზე დისკუსიას, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების მიმოხილვას და ამ პროგრამების განხორციელებაში გამორჩეული სპეციალისტების დაჯილდოებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.

კონფერენცია გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. კონფერენციია მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გევენეტაძე,საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ლაილა ომარ გადი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივო ერცენი, რომელიც წამყვანი ევროპელი მკვლევარია აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიზანია უბიძგოს დამნაშავეს, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარალებული მიმართ. აღდგენითი მართლმსაჯულება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას, როგორც კანონდამრღვევის და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოების და თემის მხრიდან.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა დაიწყო 2010 წელს, როდესაც ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე გადაწყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი დადაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს, პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების პირობებში, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას როგორც სრულუფლებიანი წევრი.

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო. განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 3 წლის ვადაში განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა განრიდებული ახალგაზრდების მხოლოდ 9 პროცენტმა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით. აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვის ხელშეწყობისთვის, წლევანდელ კონფერენციაზე თითოეული უწყების გამორჩეული პროფესიონალები დაჯილდოვდნენ.

,,მედიაცია გარდაუვლად უნდა განვითარდეს. მე ვიქნები ყველგან, სადაც უნდა იქნეს დაცული ბავშვის ნამდვილი ინტერესი, ვიმუშავებ ყველა სტრუქტურასთან, ყველა დონეზე, სამუშაო ჯგუფში, რათა ბავშვს არ მოაკლდეს საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული ყველა სიკეთის მიღების შესაძლებლობა მისი ნამდვილი ინტერესის დასაცავად“,- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კონფერენციის მუშაობის შეჯამებისას.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi