საქართველოს უზენაესი სასამართლო

გოეთეს ინსტიტუტში მნიშვნელოვანი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 20/01/2012
2012 წლის 18 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ გამოცემული ორი უახლესი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული ლექსიკონი (გერმანულ-ქართული და ქართულ-გერმანული) და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებულის ქართული თარგმანი წარუდგინა.
იურიდიული ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და მეცნიერებს. ასეთი ლექსიკონის გამოცემა განაპირობა გერმანული იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურის მიმართ საქართველოში არსებულმა დიდმა ინტერესმა და ზოგადად, საქართველოს სწრაფვამ ევროპული სივრცისკენ.
გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებულში თავმოყრილია ყველა ის ძირითადი „გზამკვლევი“ გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს გერმანიის კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ კრებულზე დაყრდნობით შესაძლებელია გერმანიის ძირითადი კანონის სხვადასხვა დებულების შედარება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან.
ბოლო სიახლეები
სამუშაო ვიზიტი ესტონეთში
14/02/2012




