უზენაეს სასამართლოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა...

egws

უზენაეს სასამართლოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/11/2017

17 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შეხვედრა გამართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მოქმედი ნაფიც მსაჯულთა პროცესის ინსტრუქციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან,  რომელშიც გაერთიანებულნი არიან მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები,იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების მოსამართლეები და  ბრიტანელი ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი, აგრეთვე  ევროპის საბჭოს  პროექტის ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე.

ნინო გვენეტაძე მიესალმა ექსსპერტს და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პროექტის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ მნიშვნელობას და წვლილს სისხლის სამართლის სამართალწარმოების განვითარებაში. როგორც ნინო გვენეტაძემაღნიშნა, ჯერემი მაკბრაიდისრეკომენდაციები მნიშვნელოვანია და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნება ნაფიც მსაჯულთა პროცესის სახელმძღვანელო ინსტრუქციებში.

შეხვედრაზე განიხილესევროპის საბჭოს ექსპერტის რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების მიმართულებით,კერძოდ, შემოთავაზებული რეკომენდაციებით გაანალიზებულია ინგლისის და შოტლანდიის გამოცდილება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესისშესახებ,ვერდიქტის დასაბუთების, მედიის მიერ ნაფიც მსაჯულთა პროცესის მიმდინარეობის და შემდგომი გაშუქების სტანდარტებზე და სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული შემადგენელი ელემენტების თაობაზე, რაც ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებას შეეხება, ექსპერტმა წარმოადგინა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსამართლეებმა შეკითხვები დაუსვეს ექსპერტს და გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიანაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესმა.  შეხვედრაზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა, სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ჯერემი მაკბრაიდის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე თავიანთ მოსაზრებებს წარმოადგენენ წერილობითი სახით, რაც იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისთვის.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi