სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის...

fbdfb

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 15/11/2017

მიმდინარე წლის 12-15 ნოემბერს სასტუმრო „ლოპოტა“-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით განსაზღვრული სტანდარტები და სახელმწიფო ანგარიშების შემუშავების სახელმძღვანელო წესები“. ტრენინგი ფოკუსირებული იყო იმ  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო ანგარიშების მომზადებაში. ტრენინგს უძღვებოდა ვირჯინია ბრას გომეში, გაეროს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ღონისძიება გახსნა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის უფროსმა მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში  ვლადიმერ შკოლნიკოვმა, გაეროს განვითარების  პროგრამის წარმომადგენლის მოადგილემ ნათია ნაცვლიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ ხათუნა თოთლაძემ.

ღონისძიება გაიმართა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგზე განხილული იქნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით განსაზღვრული სტანდარტები და გაეროს სტანდარტები სახელმწიფო მოხსენებათა მომზადების საკითხები, ასევე ის პროცედურა რომელსაც გადის სახელმწიფო ანგარიში ქვეყნის შიგნით და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში.

ტრენინგზე საქართველოს უზენაეს სასამართლოდან წარმოადგენილნი იყვნენ საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე და საერთაშორისო, დონორ და არასამთავრობო ორგანიზეციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი კონსულტანტი თინათინ ბოლქვაძე.  

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi