სიფას წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოში ...

grege

სიფას წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოში შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია: 29/11/2017

28 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გიორგი ბრწყინვალეს დარბაზში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებისა და თანაშემწეების მონაწილეობით.

განიხილეს მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემები სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის კუთხით. დოკუმენტი მომზადებულია იურიდიული ფირმების ასოციაციის პროექტის ,,სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLOG) მიერ. დოკუმენტზე მუშაობდნენ სიფა-ს ექსპერტი დავით კვაჭანტირაძე და მოწვეული ექსპერტი ქეთევან ჩომახაშვილი, რომლებმაც შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია. სიფას-ს პროექტის მიზანია მხარეთა  თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში.

ივლისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi