სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მესამე...

dfd

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მესამე გასვლითი შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/12/2017

2017 წლის 3-4 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო რეფორმის მიმართულების სამუშაო ჯგუფის მესამე გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ისაუბრა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მოუკერძოებლობის გააძლიერების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შემუშავებულ კონსტიტუციის ცვლილებებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სასამართლო სისტემის საქართველოსთვის განსაზღვრული სარეფორმო წინადადებებზე. მონაწილეებს მიესალმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მან მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულ სასამართლო რეფორმის მესამე ტაღის მნიშვნელობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გამოსვლაში სასამართლო დავების განტვირთვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროკავშირის სამართლებრივი პროგრამების ხელმძღვანელი პიტერ დენისი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის წარმომადგენელი ლორა ბერგერი.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით საკანონმდებლო წინადადებების თაობაზე მსჯელობა, რაც საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრას უზრუნველყოფს. შეხვედრაში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მონაწილეობდნენ ამერიკელი მოსამართლე და პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” მოწვეული ექსპერტი ტიმოთი ბალანდი,  ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ყოფილი თავმჯდომარე, ავსტრიელი მოსამართლე და ევროპის საბჭოს ექსპერტი გერჰარდ რაისნერი და ევროკავშირის “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი”-ს ხელმძღვანელი ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაკომიტეტის წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. შეხვედრა ორგანიზებული იყოსაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერდა მხარს უჭერდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ევროპის საბჭოს “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი”, ევროკავშირის “სასამართლო მხარდაჭერის პროექტი”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” დაამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროგრამა.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. დღეს შეხვედრის მონაწილეები  განიხილავენ  წინადადებებს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე. სამუშაო შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi