ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კახეთში...

egeg

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კახეთში ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/12/2017

მიმდინარე წლის 12-14 დეკემბერს თელავში, სასტუმრო ,,სავანეთში“, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებისა და კანცელარიის განყოფილებების უფროსებმა და მათმა წარმომადგენლებმა. ტრენინგს უძღვებოდნენ იტალიელი ექსპერტი მარია მურატორე, ტრენერები ანა არგანაშვილი და ანი ილურიძე.

სემინარის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ისეთი თემების განხილვა როგორიცაა: გენდერული ძალადობის განმარტება, თემის საერთაშორისო რეგულირება, გენდერული ძალადობის შესწავლის წყაროები: გავრცელებულობა, დევნა და დამცავი მონაცემები, მინიმალური მონაცემები, როგორ შევქმნათ მართლმსაჯულების სტატისტიკური სისტემა; ადმინისტრაციული ჩანაწერებიდან სტატისტიკურ მონაცემებამდე, მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობა, მსჯავრდებულად ცნობის შესახბ სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი რისკების შეფასების პროგრამა, მსხვერპლების, მონაცემების თვისებრივი ანალიზი, PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეები მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმკიინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშოირებით. არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევების დროს მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობა, სტამბულის კონფერენციის მონიტორინგი, სამხილზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის პერსპექტივიდან, მონაცემთა შეგროვების პრობლემური საკითხები იმ ქალებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის უმცირესობას, სახელმწიფოს ვალდებულება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკის შეგროვების კუთხით: არსებული პრაქტიკის ანალიზი.

სემინარი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მონაწილეებმა ცალკეული  ჯგუფების მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაციები. სემინარის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგში მონაწილეობისათვის.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi