საქართველოს მოსამართლეთა XXII კონფერენცია...

fefeg

საქართველოს მოსამართლეთა XXII კონფერენცია გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 20/01/2018

2018 წლის 20 დეკემბერს,საქართველოსმოსამართლეთა რიგით XXII კონფერენციაგაიხსნა. კონფერენციაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებსა და დამსწრე საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძის განცახდებით, 2017 წლის ძირითად მოვლენას წარმოადგენდაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული  სასამართლო სისტემის 5 წლიანი სტრატეგია (2017-2021) და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა (2017-2018).

წლიურ ანგარიშში ნინო გვენეტაძემ სწორედ აღნიშნული სტრატეგიის ინპლიმენტაციისათვის  2017 წლის  სამოქმედო გეგმისშესრულების შესახებისაუბრა. მათ შორის, შეეხო ისეთი მნიშვნელოვანსაკითხებს, როგორიცაა: მოსამართლეთა თანამდებობაზეუვადოდ გამწესება და საკანონმდებლო პროცედურები;მოსამართლეთა შეფასების წესის გაუმჯობესება დამოუკიდებელიდა კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, სასამართლოში მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი განაწილების პრინციპით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატური განაწილება;  დამოუკიდებელი ინსპექტორის ახალი ინსტიტუტის ამოქმედება;საერთო სასამართლოებში განსახილველ  საქმეთა ჭარბი ნაკადის გონივრულ ვადებში განხილვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები;ასევე,რაიონულ (საქალაქო) და მაგისტრატ სასამართლოებში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესსა და პროცედურებზე. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დანაწესის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეები საგამოცდო ვადით გამწესდებიან იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ მოსამართლედ მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. რაც შეეხება იმ კანდიდატების უვადოდ დანიშვნის საკითხს, რომელთაც მოსამართლედ მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ, ორგანული კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით,შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ხმათა საჭირო რაოდენობის მიღების შემთხვევაში გამწესდებიან უვადოდ.შესაბამისად, ახალი დანაწესის საფუძველზე, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა 34 მოსამართლე. ასევე, 2017 წლის 15 მარტს, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების ახალი პროცედურების საფუძველზე, 2017 წლის 17 თებერვლის  კონკურსის შედეგად 84 ვაკანტურ თანამდებობაზე 64 მოსამართლე გამწესდა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ოქტომბრის  კონკურსის საფუძველზე 34 მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება წინადადებები მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მოსამართლის ანგარიშვალდებულების გაძლიერებისთვის გასული წლის 8 თებერვლიდან ამოქმედდა ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის  სამსახური,

ნინო გვენეტაძე თავის გამოსვლაში ასევე შეეხო სასამართლო სისტემის სტრატეგიით გათვალისწინებული რაიონული (საქალაქო), სააპელაციო სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის ამოქმედების ვალდებულებას და მიუთითა, რომ ამჟამად მიმდინარეობს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეების ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით ამოქმედებაზე, რომელიც გასული წლის 31 დეკემბრიდან, საქართველოს  საერთო სასამართლოების სისტემაში სრულად ფუნქციონირებს. ამდენად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმეთა ავტომატურად, ელექტრონულისისტემის მეშვეობით განაწილების, იუსტიციის  საბჭოს მიერ მიღებული წესის,  შესრულებაზე მონიტორინგი და მისი გამართულად მუშაობისთვის დამატებითი ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების გამონახვა. 

„მართლმსაჯულების სტრატეგიის“ მიხედვით, საერთო სასამართლოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საერთო სასამართლოების სისტემაში განსახილველ საქმეთა ჭარბი რაოდენობა და მათი ეფექტურად მართვის საკითხები.პრობლემის გადაწყვეტის მიზნით,2016 წლის ბოლოს,თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების გათვალისწინებით დაკომპლექტდა საბანკო დაწესებულებებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებიდან გამოდმინარე დავების განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა.ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით,თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების განხილვა 5 მოსამართლის შემადგენლობით ხორციელდება.აღნიშნულმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საქმეში.

მოხსენებაში ნინო გვენეტაძემ ისაუბრა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სასამართლო პროცესების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად. დაგეგმილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების  ახალი სისტემებით.

აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასამართალოს გადატვირთულობის მიმართებით არსებულიპრობლემების მოგვარებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2021 წლისათვის.ამ წლის ბოლომდე დასრულდება მიმდინარე მშენებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსათავსებლად. აღნიშნული ახალი კორპუსი დაახლოებით 40% -ით განტვირთავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაჩნდება შესაძლებლობა გამოთავისუფლებული სასამართლო სხდომის დარბაზების ეფექტურად გამოყენებისა სისხლის და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გნსახორციელებლად.

მოხსენების დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდა დონორ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს სასამართლო სისტემისთვის გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.ასევე, აღნიშნა, რომ დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც უზენაეს სასამართლოსთან ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, უკვე დაწყებულია ფართო თანამშრომლობა 2018 წლის სასამართლო სისტემის მართლმსაჯულების სტრატეეგიის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi