უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის...

ertet

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 23/01/2018

23 იანვარს,სასტუმრო ,,Rooms Tbilisi“-ში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი რგოლის განყოფილებების წარმომადგენლებისათვის სამუშაო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ.  ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა ირმა ოქროპირიძემ და თამარ თომაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროცესის რუკის რაობის, პროცესის აღწერის მიზნების, აგრეთვე კვლევის წერის გზამკვლევის შესახებ.

ექსპერტებისა და შეხვედრის მონაწილეების ჩართულობით გაიმართა მსჯელობა პრაქტიკის შესწავლის, განზოგადების, კვლევისა და ანალიტიკის მონაწილე რგოლების სამუშაო პროცესის შესახებ, წარიმართა მუშაობა სამუშაო ჯუფების ჩართულობით. შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს პროცესის/კვლევის მომზადების 3 ეტაპის პრეზენტაცია.

შეხვედრის დასკვნითი ეტაპი შეეხო საკითხის - როგორ უზრუნველვყოთ ნაშრომის შიდა და გარე კომუნიკაცია - განხილვას სამუშაო ჯგუფებში. დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს სამუშაო ჯგუფებში მიღებული შედეგების პრეზენტაცია.

მაისი 2018

  • Previous month
  • Next month
მაისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi