უზენაეს სასამართლოში თანამშრომლობის...

ewweg

უზენაეს სასამართლოში თანამშრომლობის მემორანდუმზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/02/2018

დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ მემორანდუმში მონაწილე უწყებები: საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,  საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მან ხაზი  გაუსვა მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხის  მნიშვნელობასა და აქტუალობას, წინამდებარე მემორანდუმის დახვეწის საჭიროებას და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმის საბოლოო სახით მიღება სწორედ ამ პროცესში მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული და გაზიარებული მოსაზრებებით იქნება შესაძლებელი.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასასრულს, მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა  მომდევნო შეხვედრის ერთი თვის ვადაში გამართვის თაობაზე, სადაც თანამშრომლობის  მემორანდუმი საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი.

უწყებათა წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული, ერთიანი სისტემის შექმნასა და მის შემდგომ დახვეწაზე, პროცესში მონაწილე სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყებების ჩართვით. ისაუბრეს აგრეთვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციების ჩასწორებასა და დაზუსტებაზე, რათა საბოლოო სახით მიღებული მემორანდუმის ტექსტი შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მოთხოვნებსა და სახელმძღვანელო მითითებებს. წამოჭრილ იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმში მონაწილე უწყებებმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდონ მონაცემები სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ორ ენაზე, კერძოდ, ქართულად და ინგლისურად, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული  ის ხარვეზები, რომელიც თარგმნის პროცესში სხვადასხვა უწყების კომპენტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის დამუშავებისას შეიძლება წარმოიშვას.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi