UNHCR-ის რეგიონალურმა ოფისმა საპილოტე...

fgg

UNHCR-ის რეგიონალურმა ოფისმა საპილოტე პროექტზე შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 16/02/2018

დღეს, 16 თებერვალს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურმა წარმომადგენლობამ სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) საპილოტე პროექტის ,,თავშესაფრის საქმეების სასამართლოს გზით განხილვის ხარისხის გაუმჯობესება, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ხარისხიანი ინფორმაციის უზრუნველყოფით“ ფარგლებში, ,,ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში  გახსნითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირმა გელაშვილი და   გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიოკო აკასაკა მიესალმენ.

საპილოტე პროექტის ,,თავშესაფრის საქმეების სასამართლოს გზით განხილვის ხარისხის გაუმჯობესება, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ხარისხიანი ინფორმაციის უზრუნველყოფით’, გააკეთა UNHCR-ის სამართლებრივმა მრჩეველმა სალომე ქუსიკაშვილმა.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის მიმართულებით ავსტრიისა და რუმინეთის სასამართლოების გამოცდილებაზე ისაუბრა UNHCR-ის უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში კრისტინა ბუნეამ. 

შეხვედრის მონაწილეებს IARLI-ის საკონტროლო სია მოსამართლეებისათვის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააცნეს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მკვლევარებმა ნინო კვირკველიამ და არჩილ ავალიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია მკვლევარების როლზე და სხვა პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც მათ სასამართლოში მუშაობას უკავშირდება, რომელსაც ფასილიტაცის უწევდა UNHCR-ის სამართლებრივი მრჩეველი სალომე ქუსიკაშვილი.

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi