არასრულწლოვანთა კოდექსის კომენტარებზე ...

gfs

არასრულწლოვანთა კოდექსის კომენტარებზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს

გამოქვეყნებულია: 09/03/2018

დღეს, 9 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების საკითხზე სამსჯელოდ, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც გააცნო სტუმრებს თავისი ხედვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ,მართლმსაჯულების 2017-2021 წლების განახლებული რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორცილების კონტექსტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველ მოსამართლეებსა და სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს  შეხვედრაზე წარმოდგენილი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოსამართლე რენატე ვინტერისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის   ლაილა ომარ გადისმოსაზრებები,სამუშაო ჯგუფის შექმნისა და წევრთა შორის ფუნქციებისა და მიმართულებების განაწილების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზესამუშაო ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც დასრულებული  ვარიანტი განსახილველად წარედგინება ჯერ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ხოლო შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi