სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა...

efw

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 09/03/2018

9 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც  განსახილველად წარმოდგენილი იქნა 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სამოქმედი გეგმის პრეზენტაციაგამართა  უზენაესი სასამართლოს კომუნიკაციის და კოორდინაციის ხელმძღვანელმა ანა შალამბერიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს სასამართლო რეფორმის სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული მიზნების: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ამგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების სისტემის გაუმჯობესების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური მექანიზმების გაუმჯობესებისა და სრულყოფის, სასამართლოში მოქმედი ელექტრონული წარმოების და საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის, საერთო სასამართლოების სისტემის ინსტიტუციური განვითარებისა და გაძლიერების, სისხლის სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე. სამუშაო ჯგუფის წევრებს 1 კვირის ვადაში შეუძლიათ გამოაგზავნონ კომენტარები სასამართლო რეფორმის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე.

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi