უზენაეს სასამართლოში ,,ზამთრის სკოლის“...

sdgds

უზენაეს სასამართლოში ,,ზამთრის სკოლის“ გამარჯვებულები დაჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 09/03/2018

9 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების ,,ზამთრის სკოლის“ გამარჯვებულები, საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

თამთა ყენია-თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის გაყოფილების წარმომადგენელი, თამთა საჯაია - თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლის თანაშემწე, ხატია შეყილაძე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი, ნინო ბაგაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი დახმარების განყოფილების წარმომადგენელი, თამარ ჭალიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული საგანგებო ჯილდოებით - ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრასბურგსა (საფრანგეთი) და ჰააგაში (ჰოლანდია) გასამგზავრებელი  სასწავლო-პროფესიული ტურითა და სერფიკატებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს მიესალმენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის სამართლებრივი მხარდაჭერის პროექტის (PROLOG)-ის ხელმძღვანელი ნილ ვაინშტაინი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს გამარჯვებულ მონაწილეთა პროფესიული მომზადების დონეს და იმედი გამოთქვეს, რომ როგორც გამარჯვებულთათვის ისემომავალი მსმენელებისთვის ,,ზამთრის სკოლაში“ მოხვედრა იქნება მაღალი მოტივაცია პროფესიული განვითარებისა და პიროვნული სრულყოფისათვის.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე, უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ანა შალამბერიძემ საქართველოს სასამართლო სისტემის 2017-2021 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ბორჯომში, საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლების თანამშრომლებისა და სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსისა და სამართლის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებისათვის მართლმსაჯულების ,,ზამთრის სკოლა“ გაიხსნა, რომელიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეგიდით და დონორი ორანიზაციების: ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4 Justice), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრაების სააგენტოს ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის“ (USAID/PROLOG),საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტის ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“(პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რომლის მიზანია ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება (CoE)), ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი ,,ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითრება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა და მონიტორინგი“, რომელსაც ახორციელებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისი (UN OHCHR) მარდაჭერით.

,,ზამთრის სკოლა“ მიზნად ისახავს მონაწილეთა როგორც თეორიული ცოდნის გამდიდრებას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ზამთრის სკოლის პროგრამით მსმენელებმა გაიარეს მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი თემები: საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება და მიმდინარე სამიზნეები საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებელი წინაპირობები მოსამართლის პერსპექტივიდან, კომუნიკაცია სასამართლო სისტემაში და მხარეებთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი პრაქტიკის მიმოხილვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, სასამართლო ეთიკა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, აღდგენითი მართლმსაჯულებისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საკითხები, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა, სამართლებრივი წერა და კვლევა.

ზამთრის სკოლის მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, ასვე მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi