უზენაეს სასამართლოს ჯორჯიის შტატის...

ewgwa

უზენაეს სასამართლოს ჯორჯიის შტატის მოსამართლეები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია: 14/03/2018

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მოწვევით და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის პროგრამით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული  შტატების ჯორჯიის შტატის  მოსამართლეთა დელეგაცია ანა ჰარისის, ბენ სტადარტის, ჯიმ ბოდიფორდისა და ამავე შტატის კობის ოლქის მთავარი პროკურორის ტომას ჩარონის შემადგენლობით. ატლანტელი მოსამართლეები, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავისი  მაღალპროფესიული პრაქტიკითა და გამოცდილებით, ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული მოსამართლეთა სწავლების, სასამართლოს სტრატეგიის, პრაქტიკოსი იურისტებისა და კოლეგა მოსამართლეებისათვის გამოცდილების გაზიარების პროგრამებში.

ატლანტელი მოსამართლეები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმარლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრაში  მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა   პალატების მოსამართლეები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაიკლ გრანტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უწყების სახელით მადლიერება გამოხატა ამერიკის ხელისუფლებისა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ფასდაუდებელ ძალისხმევას დებს ქართული სასამართლო სისტემის განვითარებისა და საზოგადოებაში მისი ნდობის ამაღლებისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელი და ქართველი მოსამართლე კოლეგების შეხვედრები სასწავლო და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პროგრამების ფარგლებში, რომელიც რამდენჯერმე უკვე გაიმართა, როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

,,მისასალმებელია, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი, მაიკლ გრანტის თაოსნობით, კვლავ აგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას, რაც საერთო სასამართლოების სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამავდროულად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აპრილის თვიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვევა ამერიკელი კოლეგა ქართველი მოსამართლეებისათვის სისხლის სამართალწარმოების საქმეებზე რეკომენდაციების მომზადების მიზნით“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

აქვე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ვიზიტები და შეხვედრები კვლავაც გაგრძელდერბა 2018 წელს, ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის ფარგლებში, რაც თავის მხრივ დიდ როლს ითამაშებს სასამართლოსადმი ნდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.

საქართველოში ვიზიტის პროგრამით ატლანტელი მოსამართლეები იმყოფებოდნენ სიღნაღისა  და გორის რაიონულ, აგრეთვე რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში. მოსამართლეები შეხვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დაესწრნენ სასამართლო სხდომებს. ამერიკელმა კოლეგებმა სამუშაო შეხვედრებზე თავისი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ მოსამართლეებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვის თავისებურებები ამერიკაში, წინასანსამართლო საკითხების განხილვა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, მედიასთან განსახილველ საქმეზე კომენტირების შესახებ აკრძალვის გამოყენება მხარეთა მიმართ, საპროცესო შეთანხმების თავისებურებები, მხარეთა  და მედიის მხრიდან სასამართლოს კრიტიკის შემთხვევები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საკითხებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსამართლეებისა და პროკურორების ერთობლივმა შეხვედრამ.

ატლანტელ მოსამართლეთა ვიზიტი 16 მარტს დასრულდება.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2018

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi