2018 წლის 14 მარტს უზენაეს სასამართლოში...

ger

2018 წლის 14 მარტს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 16/03/2018

2018 წლის 14 მარტს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომას ესწრებოდნენ მოსამართლეები თბილისის სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები. სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი.

განსახილველი საკითხები შეეხებოდა გამოსაცდელი ვადის ათვლას, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ხდება სასჯელის დანიშვნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით გაირკვა, რომ აღნიშნულ საკითხზე  არსებობს მოსამართლეთა არაერთგვაროვანი მიდგომა. უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგადაც იგივე გამოვლინდა. სხდომაზე მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იძულებითი მკურნალობის ვადის ჩათვლის საკითხზე სსსკ 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში, როდესაც დანაშაული ჩადენილია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხი. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, კანონმდებლობით აღნიშნული საკითხი არ არის რეგულირებული და სასამართლოს მიერაც განხილვის გარეშე რჩება, რაც პრაქტიკაში გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს სამინისტროსთვის. დისკუსიის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ სასამართლომ იმსჯელოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით სტაციონარში ყოფნის ვადის წინა დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლის საკითხზე, ასევე მკურნალობის დასრულების შემდგომ სასჯელის მოსახდელად პირის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებაზე, რადგან „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის იძულებითი სტაციონალური ფსიქიატრიული მკურნალობისას პაციენტის გაწერის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებების გამო ვერ მოხდა ერთიან პოზიციაზე შეჯერება. აქედან გამომდინარე, სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამომავლოდ, უფრო ფართო წარმომადგენლობით, კიდევ ერთხელ მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში.

სხდომის დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საკითხებით დაინტერესებისა და თანამშრომლობისათვის.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2018

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi